,,ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის”- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუს განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის.

შოიგუს თქმით, ბელარუსს გადაეცა ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც  ბირთვული რაკეტების გამოყენება შეუძლიათ.

,,NATO მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს, რომ გაზარდოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ინტენსიურს ხდიან საბრძოლო წვრთნას და დაზვერვით საქმიანობას რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან. ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე. ასეთ პირობებში, ვიღებთ საპასუხო ზომებს ჩვენი მოკავშირე ქვეყნის დასაცავად. რამდენიმე ბელარუსულ თვითმფრინავს აქვს შესაძლებლობა, მოწინააღმდეგის სამიზნეებზე ბირთვული იარაღით მიიტანოს იერიში. გარდა ამისა, გადავეცით ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტები გამოიყენონ,”- განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი თემები