,,სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, პირველი დახმარება მე მომიწია”- დევი მეზურნიშვილი

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვები გადაარჩინა, უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვები უგონოდ იყვნენ და არ სუნთქავდნენ.

,,სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც ალბათ  თვითონ ორგანიზმმა, სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა, ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მის დახმარებას, სასწრაფოც მალე მოვიდა”, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა ,,ფორმულასთან”.

 

მსგავსი თემები