ერთ-ერთი მოზარდი ისევ მართვით სუნთქვაზეა

13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა ცოტა ხნის წინა მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგი კვიციანი აცხადებს, ბავშვი საძილე მედიკამენტების ზემოქმედებით, ძილის მდგომარეობაში იმყოფება.

„იმყოფება მართვით სუნთქვაზე. საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა, ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, მნიშვნელოვანი პათოლოგიები თავის ტვინზე, ამ ეტაპისთვის არ აღენიშნება  -განაცხადა გიორგი კვიციანმა.

არასრულწლოვანი  რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. რაც შეეხება დაშავებულ მეორე მოზარდს, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება და მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ვაკის პარკში, სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

მსგავსი თემები