ტერაქტში მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთის, სომხეთის და რუსეთი მოქალაქეები – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტში რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის სპეცსამსახურებია.

,,დადგენილია 12 ფიზიკური პირი, რომელსაც კავშირი ჰქონდათ ამ ტერაქტთან. ესენია, რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ორგანიზატორი კი, უკრაინის სპეცსამსახურებია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტვირთი ოდესიდან გაგზავნეს ბულგარეთში, ბულგარეთიდან საქართველოში. საქართველოდან სომხეთში საბაჟო დოკუმენტებით გასაფორმებლად, შემდეგ ისევ საქართველოში, ჩრდ. ოსეთის გავლით კი ის კრასნოდარში ჩავიდა და საიდანაც ყირიმში გაიგზავნა. ანუ აღარანაირი ეჭვი აღარაა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტი, უკრაინის სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული”, –

მსგავსი თემები