,,ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის ოფიცილაური მოთხოვნა ქვეყანას უკრაინისგან არ მიუღია. თუმცა მისივე თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ქართულ მხარეს მესამე პრეზიდენტის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.

„მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თქმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი“, – განაცხადა ბრეგაძემ “იმედთან” საუბარში.

მსგავსი თემები