რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ორიხივს 324 ჭურვი ესროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324  ჭურვი ესროლეს.  უკრაინიას გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ასევე განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

როგორც გენშტაბში განმარტავენ, მოწინააღმდეგე შეტევების განხორციელებას ცდილობს ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, თუმცა თავდასხმების მოგერიება შეძლეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები  საკრუიზო რაკეტების, ასევე უპილოტო თვითმფრინავების და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებას ისვე აგრძელებენ.

 

მსგავსი თემები