,,ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან”-ზელენსკი

,,ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,ამ დღეებში ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქეციების მე-8 პაკეტის შემოღებისკენ მიიწევს. კერძოდ, ამ პაკეტში გათვალისწინებულია რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვა და იქმნება ინსტრუმენტები ტერორისტი სახელმწიფოს ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შესაზღუდად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა ყველა ევროპელს, ვინც  ლობირებენ საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რუსული ენერგეტიკული რესურსები საჭირო ეკონომიკურ ალტერნატივებს ქმნიან.

“ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, რომ არც ერთმა ნავთობის დოლარმა და არც ერთმა გაზის ევრომ არ შეძლოს უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომის გაგრძელებაზე წასვლა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები