უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან.
მათივე ცნობით, 21 სექტემბრიდან უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 3-4 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში რუსეთი სარეზევრო ძალებით ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ამასთან, მათივე განცხადებით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.