,,ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე”- ემანუელ მაკრონი

,,ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე,”– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონი თქმით,  თითოეული ქვეყანა, რომელიც ესწრებოდა პრაღაში გამართულ შეხვედრას, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

„ვიცით, რომ ევროპაში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები ვართ. ევროპის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვცა საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც 2019 წელს აირჩიეს, არასდროს შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს და არსებობს ბევრი რამ, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა. ეს არის რასაც ამ სესიაზე მივაღწიეთ”, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები