,,დეოლიგარქიზაციის კანონი ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა”- ალეკო ელისაშვილი

,,უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მართლმსაჯულების ნორმალური სისტემის შემთხვევაში, სპეციალური კანონების მიღება საჭირო აღარ იქნება.

„უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება. პირველ რიგში მათი, ვინც ოპოზიციას აფინანსებს და იმ მდიდრების, ოპოზიციაში რომ არიან, მეტი არაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ მართლმსაჯულების ნორმალური სისტემა გვექნება, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კანონპროექტი დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილსა და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიებისა და მედიის დაფინანსებას“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები