,,დეოლიგარქიზაციაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს”- გიორგი ვაშაძე

,,დეოლიგარქიზაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს, რასაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აკეთებს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება”  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს.

„საკითხი არის მარტივად: ისევე როგორც ივნისში ე.წ. მოსმენების კანონი მიზანმიმართულად მიიღეს, ასევე ნიკა გვარამია მაშინ დაიჭირეს, როცა პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ჩადიოდა. ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს, რადგან არის პრორუსული ძალა და უნდა, საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს.

თქვან, ეთანხმებიან თუ არა მათი „კაგებეშნიკი“ ოთხეულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით ფართო შეთავაზება ნამდვილად იყო და საქართველომ ამაზე უარი თქვა.

თქვან, ნატო-ში გაწევრიანებისთვის რატომ არაფერს აკეთებენ!

რა უნდა გააკეთონ?! – სტამბულში უნდა იყოს ხელისუფლება და თურქეთთან ერთად უნდა მუშაობდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს. ნატო გვინდა უსაფრთხოებისთვის და ამან კარებზე მოგვიკაკუნა. როგორც კანდიდატის სტატუსი დავკარგეთ, ისე ვკარგავთ ამ შესაძლებლობას. გერმანია, რომელიც ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, უკრაინის გაწევრიანებას ეთანხმება – ვხედავთ, რომ ახლა სულ სხვა მოცემულობაა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები