კადიროვი სამ არასრულწლოვან შვილს უკრაინის წინააღმდეგ ომში უშვებს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, სამ არასრულწლოვან ვაჟს უკრაინის წინააღმდეგ ომში უშვებს. კადიროვის მტკიცებით, ომში წასვლა მისი შვილების  სურვილია.

,,მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და კონტაქტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებს ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!” – აღნიშნავს კადიროვი.

კადიროვის შვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან. კადიროვის თქმით, მათი სამხედრო მომზადება ადრეულ ასაკში დაიწყო.

მსგავსი თემები