,,ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ”- კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო სანქციებს დაუწესებს.

ტრიუდოს თქმით, კანადა გმობს ფსევდო რეფერენდუმებს და არასდროს აღიარებს მის შედეგებს.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ე.წ. რეფერენდუმებთან და ეკისრებათ პასუხიმგებლობა უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრაზე“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.

 

მსგავსი თემები