ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირის საზღვარი დაახლოებით 66 000 რუსმა გადაკვეთა.
,,გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, რაც 30%-ზე მეტია წინა კვირასთან შედარებით. რუსების უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა”,- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბოლო 4 დღის განმავლობაში, ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.