,,სავარაუდოდ საქმე გვაქვს დივერსიასთან”- შვედეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენებზე გაჟონვაზე

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი „ჩრდილოეთის ნაკად-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის გაზსადენებზე გაჟონვას სავარაუდო დივერსიათ აფასებს. მისივე თქმით, აღნიშნული არ წარმოადგენს ომის აქტს შვედეთის წინააღმდეგ.

„ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიიდან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს დივერსიასთან. საუბარი არ არის შვედეთის ან დანიის ტერიტორიაზე თავდასხმაზე, თუმცა მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება მომხდარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენს სიახლოვეს უსაფრთხოების ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.

პრემიერის თქმით, შვედეთის მთავრობა მჭიდრო კავშირშია პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო, დანია და გერმანია.

მსგავსი თემები