“პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი საერთოდ არ იქნება განხილული მოლაპარაკების დროს.

“პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორეს მხრივ აყენებს მოთხოვნას, მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია. ანუ წარმოიდგინეთ ერთი ხელით, როდესაც გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლონ, ეს ალბათ გესმით, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები