რუსეთის მხარდაჭერისთვის, შესაძლოა, მამაოს კაბა გახადონ

მამა ვახტანგი (თოხაძე) გურიაში, „ალტ ინფოს“ ოფისში იმყოფებოდა. მამაომ გურიაში სახლი და „ალტ ინფოს“ ოფისი აკურთხა, რომელმაც ამ სახლში დაიდო ბინა. როგორც მამაო აცხადებს, სმენია, რომ უკრაინაში ადამიანებს ხოცავენ და აუპატიურებენ, თუმცა, მისივე შეფასებით, ასეთი რამეები ომში ყველგან ხდება.

შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარის, მეუფე იოსებ კიკვაძის  ინფორმაციით,  მამა ვახტანგ თოხაძის საკითხის შესახებ საგანგებო კრებაზე იმსჯელებენ.   მეუფე იოსები აცხადებს, რომ  მამა ვახტანგის  საქციელი მიუტევებელია.

„ძალიან ცუდი რამ გაუკეთებია, ამას ჩვენი მხრიდან , რეაგირება მოჰყვება. დავიბარებთ და ვნახოთ რას იტყვის. ფაქტობრივად  პარტიაში ერთიანდება ადამიანი, რაც დაუშვებელია. ჩვენი „პარტია“ არის სარწმუნოება და არ უნდა იყოს მღვდელი სხვა საქმიანობით დაკავებული, მით უმეტეს როდესაც მტერს უდგება გვერდით, ეს მიუტევებელი საქციელია. სამღვდელოებასთან ერთად ვაპირებთ ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე“ – განაცხადა მეუფე იოსებ კიკვაძემ.

მისივე შეფასებით, ,,როცა ომია, ქალებიც და ბავშვებიც კვდება და  ყველგან ყველაფერი ხდება“.

მსგავსი თემები