რუსეთმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა

4 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რუსეთს შორის მორიგი ხელშეკრულება გაფორმდა. „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეკრულება“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ აფხაზეთის მოსახლეობას შესთავაზა.

დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მას, ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა. მისი განხორციელება კი 2022-2025 წლებში უნდა განხორციელდეს.

რას ითვალისწინებს ხელშეკრულება და როგორ გადადის აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“  ისაუბრებს.

 

მსგავსი თემები