„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა”- ვოლოდიმირ ზელენსკი დუგინას მკვლელობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული არ არის უკრაინის პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, მკვლევლობაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის უკრაინის მოქალაქე, ჩვენ მისით დაინტერესებული არ ვართ. ის არ იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, არც ოკუპირებულზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა რამდენიმე დღის  ავტომობილში ააფეთქეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის ცნობით,  მკვლელობაში ბრალდებული  უკრაინელი ქალია.

მსგავსი თემები