უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან  დაკავშირებით, პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ მოსახლეობას მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მეგობარი სახელმწიფოსგან მიიღეს გაფრთხილება, რომ რუსეთი „რაღაცისთვის“ ემზადება.

„ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა. სამწუხაროდ, ჩვენი მტრისთვისაც. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშს. შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.  გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები. გთხოვთ, დაიცავით კომენდანტის საათი. გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ შეტევას გეგმავს. მან საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, ქვეყანა დატოვონ.

მსგავსი თემები