,,ქვეყანაში წლის ბოლომდე პურზე თავის ტკივილი არ გვექნება და პური არ გაძვირდება” – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ქვეყანაში ხორბლის 2 თვის მარაგი ყოველთვის გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წლის ბოლომდე ამ პროდუქტზე თავის ტკივილი არ გვექნება,”-  ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, პროდუქტების ფასი არ შეცვლილა, სტაბილურია და სავარაუდოდ, ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება.

„საქართველოში ხორბლის 2 თვის მარაგი ყოველთვის გვაქვს. გარდა ამისა, დამთავრდა მოსავლის აღება და ცუდი მოსავალი არ გვაქვს. კვოტები, რომელიც დაწესებული იყო ხორბლის შეძენაზე, რუსეთმა მოხსნა, წისქვილებმა გარკვეული რაოდენობით შემოიტანეს და  მოიმარაგეს. ამასთან, სახმელეთო გზით შემოდის, როგორც ხორბალი, ისე ფქვილი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წლის ბოლომდე ამ პროდუქტზე თავის ტკივილი არ გვექნება. ეს დარგი მყარად მუშაობს, ჭორების გავრცელება, რომ „აი, რაღაც გვემურება“ ჯერ ამაზე საუბარი არ არის. პროდუქტების ფასი არ შეცვლილა, სტაბილურია და სავარაუდოდ, ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ  მედიაცენტრ მთავარში”.

წლის ბოლომდე პური არ გაძვირდება – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები