„სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე – ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურდა.

„სარაკეტო დარტყმა… საერთო საცხოვრებელზე… შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და რომელიც აჩვენებს აგრესორის უძლურებას. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები