ორი პირველი ლედის ფეხსაცმელი უკრაინის დროშის ფერებში – აშშ და უკრაინა “ერთ ტალღაზე”

უკრაინაში ვიზიტად მყოფი პირველი ლედის ოლენა ზელენსკასა და აშშ-ის პირველი ლედის ფეხსაცმელებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ორმა პირველმა ლედიმ ყვითელი და ცისფერი ფეხსაცმელი სიმბოლურად, უკრაინის დროშის ფერებს შეუხამა ერთმანეთს და ამით, მხარდაჭერა სიმბოლურადაც გამოხატა.

აღნიშნულა უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულებაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან.

მისი შეფასებით, ეს არც დამთხვევა ყოფილა და არც შეთანხმება.

„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხულობს: ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევაა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტი. სინამდვილეში, არც პირველია და არც მეორე. ეს არ არის წინასწარი შეთანხმების ან დამთხვევის შედეგი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან”, – აცხადებს კულება.

მსგავსი თემები