პუტინმა და ირანის სულიერმა ლიდერმა  სირიაში პოლიტიურ დიალოგსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი სირიელი ხალხის „სიმშვიდისა“ და „განვითარებისთვის“ ირანის სულიერ ლიდერს შეხვდა. როგოც პუტინმა აღნიშნა, სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე უნდა განსაზღვროს.

„უახლოესი მომავლის ამოცანაა, შევთანხმდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ ხელი შევუწყოთ სირიის შიდა, ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს. შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ფაქტობრივად, სწორედ ამისთვის წამოიწყო ჩვენმა სამმა სახელმწიფომ 2018 წელს, სოჭში, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნა პუტინმა.

როგორც პუტინმა  ირანის ისლამურ რესპუბლიკის სულიერ ლიდერთან –  აიათოლა ალი ხამენეისთან შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების შემდეგ, ეს არის პირველი ვიზიტი პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ.

უკრაინის თემაზე სულიერმა ლიდერმაც ისაუბრა. მისი თქმით,  ოფიციალურ თეირანსა და მოსკოვს სჭირდებათ „სიფხიზლე დასავლური სიცრუის“ წინააღმდეგ.

მისივე შეფასებით, ომი რთული მოვლენაა და ირანს არ ახარებს, რომ რიგითი ადამიანები იტანჯებიან.

ირანის  პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ კი პუტინმა აღნიშნა, რომ ურთიერთობები ირანსა და რუსეთს შორის “კარგი ტემპით ვითარდება”.

მსგავსი თემები