თხილის კრეფაზე დასაქმებულებს დღეში საშუალოდ 50 ლარს ან კილო თხილის შეგროვებაზე  0.50 ლარს გადაუხდიან

თხილის მოსავალი ჭარბია, თუმცა, მუშახელი არ არის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ არ გამორიცხავენ, დასავლეთ საქართველოში მუშახელის ჩაყვანა აღმოსავლეთ საქართველოდან მოუწიოთ.

რაც შეეხება ანაზღაურებას – თხილის კრეფაზე დასაქმებულებს  ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 50 ლარს გადაუხდიან, ასევე განიხილება ანაზღაურების მეორე ვარიანტიც, რომელიც თხილის წონადობით განისაზღვრება – კილო თხილზე 0.50 ლარი.

თხილის კრეფის სეზონი კი აგვისტოდან იწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები