„როგორ შეიძლება ამ ფონზე გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზ ანდია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ფონზე, რასაც რუსეთი ახორციელებს შეუძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს განწყობა, რომ ევროპას რუსეთი სჯობს.  როგორც დეკანოზი აცხადებს, ევროკავშირში შესვლა ტრადიციების უგულვებელყოფას არ ნიშნავს.

„როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როდესაც რუსეთი გვეუბნება, რომ ჩვენი იურისდიქცია მათ მიერ ოკუპირებამდე არსებულ ტერიტორიაზე აღიარებულია და მიუხედავად ამისა, ჩვენ შეზღუდულები ვართ იქ რაიმე მსახურება შევასრულოთ და პირიქით, ვხედავთ, რომ შეუფერებელი განცხადებებია – მილოცვები არჩევნებში გამარჯვებული დე-ფაქტო ლიდერების მიმართ, იქ სასულიერო პირები ჩადიან, მსახურებას აღასრულებენ, როგორ შეიძლება ამ ფონზე გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია? – აცხადებს დეკანოზი.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის წევრობა არ ნიშნავს, რომ ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ.

„ევროკავშირის წარმომადგენლები საპატრიარქოში გამართულ შეხვედრებზე აცხადებდნენ, რომ ევროკავშირში შესვლა ტრადიციების უგულებელყოფას არ ნიშნავს. სამწუხაროდ, დამოკიდებულება შეიცვალა. ბოლო დროს, ევროპის ქვეყნების ელჩებმა სხვა პოზიცია დააფიქსირეს და ლგბტ-უფლებები და ე.წ. მსვლელობები და მარშები ამის აუცილებელ პირობად გახადეს“, – აცხადებს დეკანოზი. .

 

მსგავსი თემები