„ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანი“ – პოდოლიაკი მედვედევზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის დიმიტრი მედვედევის მუქარას, რო უკრაინას „განკითხვის დღე“ ელოდება, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება. ის მედვედევს ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანს უწოდებს.

„თანამედროვე რუსეთის პორტრეტი – დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას “განკითხვის დღით” ემუქრება. ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანია, რომელიც ცდილობს სერიოზულად და საშიშად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. “კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!” რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?” – აცხადებს პოდოლიაკი.

თუ ყირიმზე თავდასხმა მოხდება, რუსეთი უკრაინას „განკითხვის დღეს“ მოუწყობს

მსგავსი თემები