თუ ყირიმზე თავდასხმა მოხდება, რუსეთი უკრაინას „განკითხვის დღეს“ მოუწყობს

რუსეთი უკრაინას ისევ ემუქრება და აფრთხილებს. ამჯერად მუქარას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აჟღერებს.

„ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა თავდასხმას ყირიმზე და ა.შ. როგორც ჩანს, მათ სრულად ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე, ძალიან სწრაფი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, – აცხადებს მედვედევი.

მსგავსი თემები