,,ქველმოქმედებამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში და სწორედ ამ ქველმოქმედებით მოპარა ქვეყანას 10 წელი”- დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით,  ბიძინა  ივანიშვილი ქველმოქმედებამ მოიყვანა ხელისუფლებაში და სწორედ ამ ქველმოქმედებით მოპარა ქვეყანას 10 წელი.

მისივე თქმით, თუ  ვინმეს  ქველმოქმედების სურვილი აქვს, კოვიდის დროს აღებული ვალი, 3 მილიარდი შეუძლია გადაფაროს.

„ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში და სწორედ ამ ქველმოქმედებით მოპარა ქვეყანას 10 წელი. ასე, რომ ნურავის ნურაფერს აყვედრიან. მითუმეტეს, ბიუჯეტიდან იმდენი წაიღეს და ჯერ კიდევ იმდენი მიაქვთ… ვინმეს თუ მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდის დროს ქვეყანამ 3 მილიარდი ვალი რომ აიღო, ის გადაფაროს, ჩვენი შვილების გადასახდელი, რომ არ გახდეს. მოკლედ, დაასრულეთ ეს უსინდისო ვაჭრობა, თორემ შემოდგომაზე ხალხის პასუხს მიიღებთ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები