,,ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება კოლოსალური რესურსი. მისი თქმით, ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია.

,,უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო. ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია. ეს ნიშნავს, რომ მათი ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება კოლოსალური რესურსი. აუცილებელია მედიცინის დაბრუნება, სოციალური მომსახურების აღდგენა, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების დაბრუნება. მხოლოდ დანგრეული სახლების რაოდენობა გათავისუფლებულ რაიონებში ათობით ათასია. ასევე, საჭიროა სკოლების მომზადება, უნივერსიტეტების მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები