უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 343 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  343 ბავშვი დაიღუპა, 635-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 339, ხარკოვის ოლქში – 185, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გართულებულია.

მსგავსი თემები