რუსებმა ხერსონში უკრაინელი მღვდელი გაიტაცეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონში მღვდელი გაიტაცეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური, სერგეი ჩუდინოვიჩი ოთხშაბათს, დილის 8:30 საათზე ეკლესიიდან სამმა პირმა უცნობი მიმართულებით წაიყვანა. ადგილზე მყოფ მოქალაქეებს კი საბუთები და მობილურები, კერძოდ კი შეტყობინების გასაგზავნი სოციალური ქსელების პირადი ანგარიშები შეუმოწმეს. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ვინაობა არ გაამხილეს და არც საბუთები წარადგინეს.

უკრაინსკაია პრავდასგანცხადებით, სერგეი ჩუდინოვიჩი ხერსონში მდებარე  ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.

მსგავსი თემები