,,ომის დასრულებამდე შორს ვართ”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსულ მხარეს არტილერიასა და მძიმე ტექნიკაში უპირატესობა აქვს, თუმცა ეს უკრაინელ მეომრებს არ აშინებს.

დანილოვის თქმით, ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია.

„რუსებს აქვთ უპირატესობა არტილერიაში და მძიმე ტექნიკაში. ეს არ აშინებს ჩვენს მეომრებს. დროდადრო კონტრშეტევას ვახორციელებთ. მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ შორს ვართ დასრულებამდე. მე არ ვეკუთვნი იმ ბანაკს, ვინც დარწმუნებულია რუსული ჯარის სისუსტეში. მათ აქვთ მნიშვნელოვანი რესურსები და აქ მოიტანეს. მათ, რა თქმა უნდა, არ შეუცვლიათ გეგმები მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდების შესახებ. მათ ეს საჯაროდ თქვეს, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნეს“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები