„ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი, აგენტი“ – ირაკლი კობახიძე

„ის ჩვეულებრივი მართლა რეზიდენტი და აგენტია“, -ასეთ შეფასებას აძლევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ყოფილ წევრს, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას.

მისი შეფასებით, ელენე ხოშტარია რუსულ ფულს იღებს.

„ნაცმოძრაობას“ ორმაგი სტანდარტი აქვს. გახსოვთ თქვენ, პოზნერი რომ ჩამოვიდა, 80 წელს გადაცილებული კაცი და კინაღამ გული გაუხეთქეს. სამარცხვინო იყო ის ქმედებაც, რაც მათ განახორციელეს. ხოშტარია ამბობს, რომ ყველაფერი რუსული მისთვის არის კანკალის მომგვრელი და გულის ამრევი, ამავდროულად კი რუსულ ფულს იღებს ახლა, ომის დროს და ამ რუსული ფულით ბინებს ყიდულობს. ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და მთელი ეს მოცემულობა ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი მართლა რეზიდენტი და აგენტი“, – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები