იზიუმში ჩადენილი სისასტიკით თეთრი სახლი შოკირებულია

უკრაინის ქალაქ იზიუმში ჩადენილ რუსულ სისასტიკეს მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და ემოციებს ვერ მალავენ.  თეთრი სახლი ამ მორიგ სისასტიკეს, უკრაინელების სამარხების აღმოჩენას შემაძრწუნებელს უწოდებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გასამარჯვებლად.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას ომის დანაშაულებისა და სისასტიკის დოკუმენტირებაში, რომლებსაც რუსული ძალები უკრაინაში სჩადიან. ასევე, რუსების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას დაეხმარება“ – განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ იზიუმში, ტყის მასივში, ნაძვნარში, უკრაინელები მორიგი სამარხები იპოვეს, სადაც რუსების მიერ დახოცილი ასობით უკრაინელის გვამია.

 

მსგავსი თემები