ხანძარს კახეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებლმა გამოიწვია. სავარაუდოდ, მოწყობილობა გაუმართავი იყო. შემთხვევის შედეგად  70 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი თემები