,,ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას”- დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

,,სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა “ქართულმა ოცნებამ” მწარედ ცდება, ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი, საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ.

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. სააპელაციოში არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება დაგვხვდება, როგორც ლაშა ჩხიკვაძეს დღეს არ ეყო არანაირი ღირსება და გააჟღერა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე იქნება ზედა ინსტანციებშიც, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა,”- აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი თემები