,,ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და არ იქნება მარტივი”- გიორგი გაბუნია

ნიკა გვარამიას სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი “მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიორგი გაბუნია გააკეთა. მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება და არხიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მაუწყებლობას.

,,ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, რადგან დამატებითი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, როგორც ყოველთვის და არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის. სახელმწიფომ ასე ქნა, ასე მოინდომა “ქართულმა ოცნებამ” და ნიკა გვარამია გახადა სწორედ ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ და არა ერთადერთად, სამწუხაროდ. ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვარისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და არ იქნება მარტივი. მაგრამ “მთავარი არხი,” ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, ჩვენ ყველას შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა,”- აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი თემები