ლილოს ბაზრობაზე და ქუთაისის ბაზარში ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებთან კავშირები გამოვლინდა, სკრინიგების ჩატარებაა დაგეგმილი ქუთაისის ბაზარშიც, სადაც ერთ – ერთ ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა.

“იგეგმება ფართომასშტაბიანი სკრინინგი ლილოს ბაზრობაზე. ბოლო დღეებში ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გამოიკვეთა გარკვეული კავშირები ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანებთან. ამიტომ, დღეს უკვე ჩატარდა გამოკვლევა, დაახლოებით 30 ადმიანის და ხვალიდან უკვე ფართომასშტაბიანი კვლევები იქნება.

ქუთაისის დეპარტამენტს მივეცით შესაბამისი დავალება, რომ მოახდინონ შესწავლა და შესაძლებელია, რომ იქაც დაიგეგმოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი თემები