საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 252-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 774 პირს დაუდასტურდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები