“ამბობენ, რომ ის კომიკოსი იყო, ამჟამად კი უდიდეს სიმამაცეს ავლენს”, – დონალდ ტრამპი ვოლოდიმერ ზელენსკიზე საუბრობს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საომარ ვითარებას ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ შესანიშნავი სიმამაცე და ლიდერის უნარები გამოიჩინა.

“ვოლოდიმერ ზელენსკი უმძიმეს გამოცდას გადის და საოცარ სიმამაცეს ამჟღავნებს. ის ნამდვილი ლიდერია. ბობენ, რომ ის მსახიობი, კომიკოსი იყო და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ის ჯერჯერობით დიდ სიმამაცეს ავლენს და იმედია, ეს ძალიან დიდხანს არ დაგვჭირდება, რადგან შესაძლოა ყველაფერი დასრულდეს“, – აცხადებს ტრამპი.

ტრამპის თქმით, რუსეთის არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში, რადგან ეს დაუშვებელია.

მსგავსი თემები