რუსული რაკეტები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა

ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია, რომის მიხედვითაც რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა.

“ავტომატური სისტემა, რომელიც რადიაციის მონიტორინგს ახორციელებდა მწყობრიდან არის გამოსული. სათვალთვალო კამერებმა კი დააფიქსირეს ჭურვების ჩამოვარდნის მომენტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები