გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებას შეეწირა ან ბრძოლის გამო დაშავდა 240 მოქალაქე. დაღუპულია მინიმუმ 64 ადამიანი.
გაეროს განცხადებით, 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს.
წინასწარი შეფასებებით, საომარი ვითარების გამო შესაძლოა ხუთი მილიონი ადამინი ლტოლვილად იქცეს.