ვახუშტის ხიდზე 17 მარტს მოძრაობა შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს,კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის.

მეტი...

“არცერთი ბიბლიოთეკარი სამსახურს არ დაკარგავს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაგეგმილ საბიბლიოთეკო რეფორმას ეხმიანება და აცხადებს, რომ არცერთი ბიბლიოთეკარი სამსახურს არ დაკარგავს. მისივე თქმით, რაც დღეს ბიბლიოთეკებში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. „იქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი ენდობა ჩემს განცხადებებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. რაც დღეს იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ბიბლიოთეკებში ძირითადად ხდება ბორშჩისა და ხარჩოს მომზადება, რაც ძალიან მძიმეა და ახალგაზრდას არანაირი სურვილი აღარ უჩნდება იქ შესვლის. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ არცერთი არ დაკარგავდა სამუშაო ადგილს. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა…

მეტი...

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას, სენაკში დაკრძალავენ

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას, 17 მარტს, სენაკში დაკრძალავენ. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, ცხედარს სახეზე რაიმე დაზიანება არ ეტყობა. „დიდი ხანია, ირაკლი კვარაცხელიასთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ახლობელთან იყო მისული, რომლსაც უთხრა, რომ მონასტერში ცხოვრობდა. ცხედრის ამოცნობის პროცესს ვესწრებოდი, უნდა მენახა, იყო თუ არა ნამდვილად ირაკლი კვარაცხელია და სახეზე მას რაიმე დაზიანებები არ ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიას ბიცოლამ ია კვარაცხელიამ. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალში გარდაიცვალა. ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. თბილისში ჩატარებულა პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას კისრის არეში დაზიანებები ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის…

მეტი...

ახალ საწარმოში 80-მდე ადამიანი დასაქმდება

2 თვეში, სამგორის რაიონში ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც 80-მდე ადგილობრივი დასაქმდება. საუბარია სამშენებლო მასალის წარმოებაზე, რომელსაც ახალი საწარმო გამოუშვებს. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, ქ. თბილისის საკრებულოს სამგორის რ-ნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერეს. როგორც შოთა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მშენებლობა სოფელ წინუბნის ტერიტორიაზე სახელმწიფო პროექტის – “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიმდინარეობს. „მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა. მისი საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ. ლარს შეადგენს, რაც საჯმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საწარმოში 60-80 ადგილობრივი დასაქმდება. პირველ ეტაპზე, ისინი იმ მიმართულებით გადამზადდებიან,…

მეტი...

პირველი ქართველი ქალი შერეულ ორთაბრძოლებში

შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა გოგონამ, 23 წლის ლიანა ჯოჯუამ იუ-ეფ-სისთან (UFC) კონტრაქტი გააფორმა.კონტრაქტი ოთხ ბრძოლაზეა გათვლილი. მისი პირველი მეტოქის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. “მგელი”, როგორც მას შეარქვეს, 61.2 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. შერეულ ორთაბრძოლებში ჯოჯუას ანგარიშზე 9 ორთაბრძოლაა, საიდანაც 7 ქართველი გოგონას გამარჯვებით დასრულდა. ლიანა ჯოჯუა საქართველოდან პირველი ქალი მებრძოლია UFC-ის ისტორიაში.

მეტი...

“დედა ენისა” და “9 მარტის” ბაღებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა 9 თვით იზღუდება

თბილისში, დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. “ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსები N20 და N23 ზაარბრიუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის…

მეტი...

ლაგოდეხში კიდევ 2 ახალი სკოლა აშენდება, 1 სკოლა კი სრულად რეაბილიტირდება

მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, დამატებით ერთ სკოლას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა. სკოლები სოფელ კაბალსა და ჰერეთის კარში აშენდება, ხოლო რეაბილიტაცია კაბლის № 1 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ მაჭარაშვილთან ერთად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიძემ, ,,MGF“ _ ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ჩიკვაიძემ. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა…

მეტი...

როგორ წყალს ვსვამთ?! – ჩატარებული კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს სასმელი წყლის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სასმელი წყლის კვლევების მიხედვით აღმოჩენილი დარღვევები, სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.   მათივე განმარტებით, სასმელი წყლის ხარიხი თბილისში სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, გაუმჯობესებულია მდგომარეობა დიდ ქალაქებში, წყალმომარაგების რაოდენობის გაუმჯობესების მაჩვენებელი კი რეგიონეში, კვლავ გამოწვევად რჩება. „სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი. თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტი ნიმუშს ითვალისწინებს. ტენდენცია ცალსახაა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური…

მეტი...

ბაგრატიონობის დადგენა, სვეტიცხოვლის გადათხრის გარეშე 5 000 დოლარამდე ჯდება

ბაგრატიონობის დასადგენად 2 გზა არსებობს – ასტრახანი და თურქეთი, სადაც ბაგრატიონების საძვალეა. ბაგრატიონია თუ სიხარულიზე, სვეტიცხოვლოის გადათხრა არც სჭირდება. თურქეთში, დამარხული ბაგრატიონების ძვლების ანალიზით ყველაფრის გარკვევა შესაძლებელია. აღნიშნულ, დნმ ანალიზის ალტერნატიულ გზებზე „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ანდრიაძემ ისაუბრა. გარდა აღნიშნულისა, გიორგი ანდრიაძე თვლის, რომ ბაგრატიონთა შორის დავის გადასაწყვეტად, მხოლოდ არსებული ტესტის პასუხები არ არის საკმარისი. საკითხის კომპეტენტურად გადასაწყვეტად საჭიროა კვლევაში ნუგზარ ბაგრატიონის მონაწილეობა თავისუფალი ნებით და ნამარხი ძვლების ანალიზი. როგორც გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს სხვადასხვა გენეტიკური კოდი აქვს, რომელთა…

მეტი...

„თუ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, საჭიროა სიხარულიძეების დნმ ანალიზი“ – გიორგი ანდრიაძე

„ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის – გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ბაგატიონების ჰაპლო-ჯგუფის შესწავლა ადვოკატების და ფილიოლოგების საკითხი არ არის. რაც შეეხება სიხარულიძეების გვარის გაჟღერებას აღნიშნულ საკითხში, ეს სრული დილეტანტიზმია. აღნიშნულ საკითხზე ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ბაგატიონების ჰაპლო-ჯგუფის შეწავლა ადვოკატების და ფილოლოგების საკითხი არ არის და როდესაც ადვოკატი აჩენს ეჭვს, მოაქვს გვარი სიხარულიძე და ციფრები მუხრან-ბატონების გენეტიკიდან, უნდა მოიტანოს იგივე სიხარულიძის, სად არის სიხარულიძის გენეტიკა? სიხარულიძე არის ძალიან დიდი გვარი და მათში არის განსხვავებული ჰაპლო-ჯგუფები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ერთი წინაპარი არ ჰყოლიათ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სიხარულიძეებთან მათი არანაირი კავშირი არ…

მეტი...

„ნუგზარ ბაგრატიონის დნმ ანალიზი შუამავალმა წაიღო და პასუხი ტეხასიდან ჩამოგვიტანა“ – მკვლევარი

„ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ისტორიული გვარების შესწავლა, შევისწავლეთ რამდენიმე შტო, მათ შორის ბაგრატიონების“, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, პირადად ნეგზარ ბაგრატიონისგან ცენტრს ანალიზი არ აუღია, თუმცა, მის პასუხში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არა აქვთ. „დავის საკითხი ნაწილობრივ უკავშირდება დნმ კვლევას, თუმცა ის არ არის ბოლო ინსტანცია, თუ როგორ უნდა დამთავრდეს ეს დავა. ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ისტორიული გვარების შესწავლა და შესაბამისად, ბაგრატიონებიც როგორც სხვა ქართული გვარები, მოხვდნენ ამ კვლევაში. თუმცა,…

მეტი...

საპარლამენტო დელეგაციამ გერმანულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარება გააცნო

სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს იოჰანეს კარსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელს, ნილს შმიდს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ გერმანულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები გააცნო და იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობასა და გერმანული კომპანიებისთვის ქართული…

მეტი...

ხავსმოდებული აფხაზეთი – რა ხდება ოკუპირებული ტერიტორიის გაღმა და გამოღმა – რეპორტაჟი „საზღვრიდან“

ეკა გულუა, თამარ ბელქანია სპეციალურად ე.წ. საზღვრიდან ქართული პოლიციის საგუშაგო… ე.წ. ბლოკპოსტი და შლაგბაუმი  წარწერით “STOP”. ადამიანები  ჩვილებით, ბარგი-ბარხანით. მეგრული საუბარი, ცხენები “ტაჭკით”. ბლოკპოსტთან სამარშრუტო ტაქსებიდან და მანქანებიდან მგზავრები ჩამოდიან, მიცვალებულიც კი ჩამოასვენეს. ჭირისუფალიც ადგილზეა, მოსთქვამენ. დიდი მოძრაობაა, მხოლოდ ქვეითების. შიგადაშიგ მანქანებიც გადადიან, ABH სანომრე ნიშნით. ბლოკპოსტის ერთ მხარეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშა ფრიალებს, მეორე მხარეს კი – მხოლოდ აფხაზური. აქ ოკუპირებული აფხაზეთი იწყება   ქართული პოლიციის საგუშაგოს და “STOP პოსტის” შემდეგ ე.წ. ბლოკპოსტი უნდა გაიარო, ბარიკადებით. იარო, იარო, იარო, ისევ ბარიკადები გხვდება და აი, გამოჩნდა გრძელი ხიდი. გულისცემა ჩქარდება, შიში მაინც ოხერია. უფრო…

მეტი...

ირაკლი კვარაცხელიას შინაგანი ორგანოები ამოცლილი და შემდეგ დაბრუნებული აქვს – ექსპერტიზის დასკვნა

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენებული ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა. ექსპერტის პირველადი ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს ყელის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. ექსპერტიზამ დაადასტურა პირველადი ეჭვი, რომ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. უფრო კონკრეტულად კი, ცხედრიდან შინაგანი ორგანოები ამოცლილი იყო, თუმცა შემდეგ ისევ ჩაბრუნებული. ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთში, კერძოდ ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა, სადაც ის ოკუპანტებს ჰყავდათ დაკავებული. მისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება „წითელმა ჯვარმა“ გუშინ მოახერხა. წუხელვე ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზაზე გადმოასვენეს. მიცვალებული ამჯერად სენაკში, საკუთარ სახლშია დასვენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია ელექტრო შოკით აწამეს,…

მეტი...