სოფლის გზაზე სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების გამო გამგებლის მოადგილე დააკავეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო, სახელმწიფოსთვის 346 953 ლარის ზარალის მიყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხ.გ.-მ, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ევალებოდა სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება, რაც მან კეთილსინდისიერად არ შეასრულა.   მათივე ინფორმაციით, 2014 წლის 6 ივნისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს “ტობემ”  სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის…

მეტი...

1000 აივანს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებს – დედის დღე რუსთავში

ქალაქ რუსთავში, თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე მრავალსართულიანი სახლების აივნებზე 10 000 ძირის ყვავილის, 1000 ქოთანი განთავსდება. ყვავილების რუსთაველებს საჩუქრად გადსცეს. ინიციატივა პარლამენტის წევრს, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძეს ეკუთვნის და ქალთა დღესასწაულებს უკავშირდება. „აქცია დედის დღეს დაიწყო და 8 მარტამდე, გზისპირა კორპუსების 1000 ოჯახი ყვავილებით სავსე ქოთანს მიიღებს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებდა. ვფიქრობ, ეს უამრავი რუსთაველის სურვილიცაა. ჩემი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავის სილამაზეზე“, – განაცხადა გიორგი ბეგაძე. ინიციატივას  საწარმო „აზოტი“ და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები შეუერთდნენ.​

მეტი...