1000 აივანს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებს – დედის დღე რუსთავში

ქალაქ რუსთავში, თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე მრავალსართულიანი სახლების აივნებზე 10 000 ძირის ყვავილის, 1000 ქოთანი განთავსდება. ყვავილების რუსთაველებს საჩუქრად გადსცეს.

ინიციატივა პარლამენტის წევრს, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძეს ეკუთვნის და ქალთა დღესასწაულებს უკავშირდება.

„აქცია დედის დღეს დაიწყო და 8 მარტამდე, გზისპირა კორპუსების 1000 ოჯახი ყვავილებით სავსე ქოთანს მიიღებს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებდა. ვფიქრობ, ეს უამრავი რუსთაველის სურვილიცაა. ჩემი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავის სილამაზეზე“, – განაცხადა გიორგი ბეგაძე.

ინიციატივას  საწარმო „აზოტი“ და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები შეუერთდნენ.​

მსგავსი თემები