აფხაზეთის კანონმდებლობა რუსულს უნდა შეერწყას – რა შეთანხმება გააფორმა რუსეთმა აფხაზეთთან?!

  •  

მოსკოვმა სოხუმთან ჰარმონიზაციის ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა, რომელის რეალიზაცია 2021 წელს უნდა დაიწყოს და 2023 წელს დასრულდეს. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ეს არის „ხელშეკრულება“ რომლითაც  აფხაზეთი იმ ფორმალურ დამოუკიდებლობასაც დაკარგავს, რომელიც დღეს ოდნავ მაინც არის შენარჩუნებულია.

„აფხაზეთის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და ახალ ფაზაში გადავა. 12 ნოემბერს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას. დოკუმენტის სახელწოდებაა „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“. დოკუმენტს ხელი მოეწერა მოსკოვში.  ეს არის ოფიციალური დოკუმენტი.  ეს პროგრამა 2021-2021 წლებში უნდა განხორციელდეს. აფხაზები ყველანაირად აჭიანურებდნენ ამ დოკუმენტზე ხელმოწერას, რადგან იქ უამრავი საფრთხე იყო, მაგრამ ახლა დადგა ის მომენტი, რომ მათ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ და კუთხეში მოიმწყვდიეს, რადგან ისინი რუსეთზე იყვნენ ეკონომიკურად დამოკიდებული და რუსეთმა შეუწყვიტა ყველაფერი, სანამ მას არ მოაწერდნენ ხელს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“  

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, როგორც ჯემალ გამახარიამ განმარტა, ის ეხება ყველა სფეროს, ყველა მიმართულებას, რომელიც რუსეთის ანალოგი უნდა გახდეს.

„იცით, რომ  ენგურჰესი გაითიშება მალე და ელექტროენერგიის პრობლემაც დაუდგათ. თუ ხელს არ მოაწერდნენ არც ელექტროენერგიას მიაწვდიდნენ. ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებდნენ რუსეთიდან, თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ. სწორედ  ამით ისარგებლა რუსეთმა და აიძულა აფხაზეთი ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს აბსოლუტურად ყველა სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან. ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ცალკეული დარგები თუ რამე არსებობს, ყველაფერი რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს. სულ 45 პუნქტია. რამდენიმე პუნქტი კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ აფხაზეთი ფორმალურადაც არ იქნება დამოუკიდებელი“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“    

მსგავსი თემები