„ბრძოლა ქალაქ შუშისთვის გრძელდება“ – ნიკოლ ფაშინიანი

„ბრძოლა ქალაქ შუშისთვის გრძელდება“, – წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვაჰრამ პოღოსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ აზერბაიჯანის ძალები სტეპანაკერტის მისადგომებთან არიან. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ შუშას ვეღარ აკონტროლებენ.

ქალაქ შუშას დაკავების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა.

მსგავსი თემები