ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება – სასამართლომ მისი საჩივარი დაუშვებლად ცნო

  •  

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, პატიმრობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ძალაში დარჩა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ცნობისთვის, გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი თემები