,,ოპოზიციას არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყოს და ხელისუფლება დაამარცხოს”- მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძეოპოზიციის ნაწილის მიერ, სექტემბერში დაანონსებულ გეგმებს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს  არავითარი რესურსი და შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ.

„არავითარი რესურსი და შესაძლებლობა, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ, ამ ხალხს, რომლებიც ასე არიან განწყობილნი, რომ ქვეყანას ებრძოლონ, ხელისუფლება დაამარცხონ, ამის რესურსი არ გააჩნიათ. საბედნიეროდ, ბრძენია ქართველი ხალხი, რომელიც არ ანიჭებს იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე იყვნენ ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ამის ნურავის შეეშინდება, რომ ისინი მოახერხებენ დესტრუქციული გეგმების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ამას ისინი ვერ მოახერხებენ. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში მათ არ აქვთ მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისგან“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები